Top

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ბათუმის კონფერენციაზე ბავშვთა უფლებები განიხილეს

8 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონის“ საკონფერენციო დარბაზში, იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე“ ბავშვთა უფლებები და მართლმსაჯულება".

კონფერენციაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების (ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის და ზესტაფონის) წარმომადგენლები. გარდა ამისა, კონფერენციას დაესწრნენ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს და ადგილობრივი მზრუნველობითი ორგანიზაციების პირველი პირები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელიც ღონისძიებას უშუალოდ უწევდა მოდერაციას, ისაუბრა ბავშვთა კოდექსის ამოქემედების შემდეგ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში წარმოშობილ პრობლემებზე.

კონფერენციის სპიკერებმა: ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ინგა ყიფიანმა, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ნატო ირემაძემ და ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა მაია დარასელიამ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აუდიტორიაზე წარუდგინეს რიგი გამოწვევები, პრობლემები და მოსაზრებები, რომლებიც უსწრაფეს მოგვარებას საჭიროებს. 

გადაწყდა, რომ  მსგავსი სახის კონფერენციები სხვა რეგიონებშიც აუცილებლად ჩატარდება და შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები როგორც საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ასევე სასამართლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.