Top

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ლაითურისა და ნარუჯას მოსახლეობამ მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლა

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო და საინფორმაციო კამპანია გურიაში აქტიურად მიმდინარეობს. 20 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბებს - ლაითურსა და ნარუჯას ესტუმრნენ. 
ადვოკატები ადგილობრივი მოსახლეობას შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, სამსახურის სერვისებზე. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და იურიდიული დახმარების სამსახურის ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი".

მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლა ორივე დაბის მოსახლეობამ. დამატებითი კონსულტაციის  და საადვოკატო მომსახურების მიღების მსურველებმა კი ჩანიშნეს თავიანთი ვიზიტები ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროში, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ახალაშენებულ საოფისე შენობაში, ეკლესიის მიმდებარედ მდებარეობს.