Top

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ოზურგეთის ლიდერთა სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

2024 წლის 20 ნოემბერს ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროს ცირა მდინარაძე, ადვოკატი გიორგი ქარჩავა და სპეციალისტი სალომე ბარამიძე, ესტუმრნენ ქ. ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებულ ლიდერთა სკოლას.

"ლიდერთა სკოლაში" ძირითადად უფროსკლასელი მოსწავლეები იღებენ განათლებას და სხვადასხვა უნარებს ეუფლებიან.

იურისტებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, საუბარი შეეხებოდა   დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის და ბულინგის აკრძალვის საკითხებს. შეხვედრა 2024 წლის სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებში ჩატარდა.