Top
ონლაინ დახმარება

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ვებ-გვერდის legalaid.ge ხმოვანი ვერსიის მოხმარების წესები

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალურ საინფორმაციო ხმოვან ვებ–გვერდზე ორიენტაციისათვის შესაძლებელია, როგორც კლავიატურის, ასევე მაუსის გამოყენება. ამასთან, ვებ-გვერდზე მოძრაობა რეკომენდირებულია ძირითადად კლავიატურის გამოყენებით. სხვადასხვა ელემენტზე გადასაადგილებად გამოიყენეთ ტაბულაციის (იგივე “tab”) ღილაკი.

"tab” ღილაკზე დაჭერისას მოინიშნება გვერდზე არსებული ტექსტი  და სისტემა ავტომატურად მოამზადებს მონიშნული ტექსტის აუდიო ვერსიას, რომელსაც მოისმენთ თქვენს აუდიო მოწყობილობაში.