არასრულწლოვანთა დაცვა
იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა. ქართული კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის არის არასრულწლოვნი. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვნის პასუხისმგებლობას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს ნებისმიერი ასაკის არასრულწლოვანს. მაგალითად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის არასრულწლოვანს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში იგი იყო 16 წლის, ნაკლები ასაკის შემთხვევაში იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას - აქ პასუხისმგებლობის ასაკად დადგენილია 14 წელი.
არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით იურიდიული დახმარების სამსახური არასრულწლოვნებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
აუცილებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ჩართულ ნებისმიერ პირს (მაგალითად, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი და სხვა) გავლილი ჰქონდეს სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანის მიმართ საპროცესო მოქმედება განახორციელა ისეთმა პირმა, რომელსაც სპეციალური მომზადება არ აქვს გავლილი, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა გააგრძელოს პროცესი.
კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვნის, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ასევე, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევებს. კერძოდ:
პირი თავისუფლდება არასრულწლოვანების პერიოდში ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:
არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა:
იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, პირველ რიგში, განიხილება განრიდების საკითხი, რაც წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმას, რომლის მიზანია არასრულწლოვანის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
არასრულწლოვანის სასჯელის სახეებია:
სპეციალური პირობების არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობით მსჯავრად. კერძოდ, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც არ ყოფილა მსჯავრდებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, სასამართლო შეუძლია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე არ შეიძლება განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მიერ.
იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.
სამართლებრივი აქტები
მომსახურების ფარგლები
მომსახურებით სარგებლობის პირობები