Top
ონლაინ დახმარება

ია მესხი

ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი.

ია მესხი იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიასწარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.

2009-2019 წლებში იყო ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი.

ია მესხი იურიდიული დახმარების სამსახურში მისი დაარსების დღიდან მოღვაწეობს: 2005-2009 წლებში, მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანაშემწის, შემდგომ კი აპარატის უფროსის თანამდებობაზე. 2002 წლის 11 ნოემბრიდან 2005 წლის მაისამდე ეკავა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის პოზიცია.

ია მესხს გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე: საჯარო მმართველობა, სტრატეგიული დაგეგმვა, ადმინისტრაციული მენეჯმენტი, ა.შ.

2005 წელს, ის იმყოფებოდა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მოხდა ადგილობრივი იურიდიული დახმარების სისტემის გაცნობა და პრაქტიკის გაზიარება.

2010 წელს მან ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.