იურისტი ვიზირებისთვის.
თამარ კუპატაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2015 წლიდან მუშაობს. სამსახურის აპარატში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება კანონმდებლობის შესაბამისად; სამსახურის აპარტში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტების ვიზირება; სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისგან დავებთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვა, დამუშავება შემდგომი რეაგირების მიზნით; ორგანიზაციის წარმომადგენლობა სამართლებრივ დავებზე; ბრძანებების პროექტების მომზადება; სამართლებრივი საკითხების შესწავლა, დასკვნების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;
გარდა ამისა, მის მოვალეობაში შედის იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომებზე დასწრება და სხდომის ოქმების წარმოება. თამარ კუპატაძე, ასევე, ახორციელებს იურიდიული დახმარების საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. საბჭოს საქმიანობის ორგანიზებულად განხორციელების მიზნით ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილის დავალებებს.
თამარ კუპატაძე 2013 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა საადვოკატო ბიუროში “წიქვაძე და კუპატაძე” ბიუროს დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
2016 წლიდან იგი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. მას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი.