Top

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

საჩხერეში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში გახდა ხელმისაწვდომი.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, დღეს, საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი გახსნა. ღონისძიებას იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი მაღალმთიანი იმერეთის მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით ამოქმედდა. ცენტრში დასაქმებულია კონკურსის გზით შერჩეული კონსულტანტი, რომელიც მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს და სამართლებრივ დოკუმენტებს შეუდგენს.

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-18 ოფისია. ცენტრი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით. შესაბამისი სამუშაოები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსებით დაფინანსდა.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც 2007 წლიდან მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. დღეისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ფუნქციონირებს. საჩხერის გარდა, სხვადასხვა რეგიონში კიდევ 11 იურიდიული დახმარების ბიურო და 6 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს.