Top

საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში

2018  წლის  28  თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა სალომე გიორგაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დეტალურად გაეცვნენ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, არსებული სერვისების შესახებ, გაეცვნენ უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებს.  შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრებს გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს 2014 წლიდან და იგი ძირითდად საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ემსახურება.