Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თეკლათისა და ნოსირის მოსახლეობა მიწის რეფორმის საკითხებს გაეცნო

8 ივნისს, სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ, ასევე ადვოკატებმა მაია დარასელიამ და დავით გოგუამ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სენაკის რაიონის  სოფლებში – თეკლათსა და ნოსირში. 

იურისტებმა მოსახლეობას წარუდგინეს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია „მიწის ნაკვეთის გამარტივებული რეგისტრაციის  წესისა და პირობების თაობაზე“, რომელიც მოქალაქეთათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე  მიწის რეგისტრაციას  ამარტივებს  და მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის, რომ მათ ამ დროის მონაკვეთში აქვთ უფლება მიმართონ საჯარო რეესტრს თავიანთი მიწის ნაკვეთების შეღავათიანი პირობებით რეგისტრაციისათვის. 

შეხვედრის მონაწილეებმი ასევ დაინეტერესდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სხვა სერვისებით.  ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია – თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ იურიდიული დახმარების სამსახურში სახელმწიფოს ხარჯზე. შეხვედრის ბოლოს კი თეკლათისა და ნოსირის მცხოვრებლებს დაურიგდათ  სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.