Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთში სამართალწარმოების ენის არმცოდნე ბრალდებული გამართლდა

2018 წლის ივნისში, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მომართვის საფუძველზე მოქალაქე დ.შ.-ს, რომელმაც არ იცოდა სამართალწარმოების ენა, სავალდებულო წესით დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი ზაზა კვირკველია. დ.შ.-ს ბრალი წარდგენილი, ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151–ე მუხლით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ), რაც სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბენეფიციარი  ურთიერთშელაპარაკების შედეგად ოჯახის ერთ-ერთი წევრს ემუქრებოდა. სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ზაზა კვირკველია დაკავებულს პირველად ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა.  დ.შ. ყველაფერს უარყოფდა.  ადვოკატმა მას გაუწია კონსულტაცია და შეაჯერა პოზიცია.

ზაზა კვირველიამ მოიპოვა საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები, წარუდგინა  სასამართლოს  და ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.

საბოლოოდ, 2018 წლის სექტემბერში, ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის შეხედულებები და ბრალდებული დ.შ. უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა.