Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთელი მოსწავლეები არასრულწლოვანთა ულებებს გაეცნენ

სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები: ზაზა კვირკველია, დავით გოგუა და მაია დარასელია  ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.  

შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის საქმიანობის შესახებ, ასევე მათთვის წარდგენილ იქნა სლაიდ პროგრამა „არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება“. მოსწავლეები გაეცნენ სამოქალქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებს. ისაუბრეს ნარკოტიკულ დანაშაულთან, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ნაადრევ ქორწინებასა და  მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის დაუშვებლობაზე. ყურადღება გამახვილდა ,,არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსზე“, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდა, რაც მართლმსაჯულების სისტემის ორგანოების მხრიდან ბავშვების მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის სტანდარტებს აწესებს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები