Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხანდაზმული, დევნილი შშმ პირის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა

აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ხანდაზმული ქალი ლ.შ., რომელიც აბაშის რაიონში ცხოვრობს, სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა. თუმცა, გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის  საბაბით,  მან უარი მიიღო.

აღნიშნულის შემდგომ  ლ.შ. განცხადებებს გზავნიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ითხოვდა დახმარებას. სასამართლომ, საქმეზე ხარვეზის არაერთხელ დადგენის შედგომ, მას სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნა ადვოკატი. ბენეფიციარს თავდაპირველად დახმარება გაუწია სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა მაია დარასელიამ. მომდევნო ეტაპზე, ფოთისა და  თბილისის ბიუროების  თანამშრომლობით,  ლ. შ.-ს საქმეზე შეგროვდა დოკუმენტები, მომზადდა სარჩელი და  წარედგინა სასამართლოს. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში და სრულად დააკმაყოფილა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის აკაკი ლომსაძე მოთხოვნა, რომელიც უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა დევნილი ქალის ინტერესებს. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს  დაევალა  ლ. შ.- სათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. თუმცა მიღებული გადაწყვეტილება როგორც სააპელაციო, ასევე,  უზენაესი სასამართლოს მიერ, ძალაში იქნა დატოვებული.