Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

აბაშაში მცხოვრებ დევნილებს საზოგადოებრივი ადვოკატები ესტუმრნენ

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ, ადვოკატებმა ქეთევან გვაზავამ და ზაზა კვირკველიამ, ასევე კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ.

გასვლითი კონსულტაციები ჩაატარეს აბაშის პროფ/სასწავლებელში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. შეხვედრა დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში განხორციელდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის გარგლებში. ადვოკატებმა წარადგინეს პრეზენტაცია: ,,ქალთა უფლებები“. დევნილებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია და გაეწიათ კონსულტაცია სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული ქულის გასაჩივრებასთან, დევნილი ოჯახებისათვის გადაცემული ფართის დაკანონებასა და ასევე მათთვის საინტერესო სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე და აბაშის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვეტერანთა და დევნილთა საკითხებზე.