Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებებზე იმსჯელეს

2 მაისს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დარასელია და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა შეხვდნენ ქ. ფოთის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. შეხვედრა განხორციელდა აღნიშნული სკოლის ადმინისტრაციიდან მომართვის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო ,,ადამიანის უფლებების შესახებ'' გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა.

ფოთის ბიუროს ადვოკატმა მაია დარასელიამ წარდგინა სლაიდ პროგრამა "ადამიანის უფლებები", სადაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის გარანტირებული  უფლებები,  საკანონმდებლო იერარქია, ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებული სამართლებრივი საკითხები. კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ მოზარდებს მიაწოდა ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, და სამსახურის სერვისებზე. 

მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები და იურისტებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.