Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი მენეჯერის უნარებში

2023 წლის 2-5 მაისს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი მენეჯერის უნარებში. ტრენინგი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზირებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში. 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგ მოდული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ სპეციალურად იურიდიული დახმარების სამსახურისთვის შეიქმნა. მასში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხი, რომელიც  სამომავლოდ სამსახურში ეფექტური მენეჯერული საქმიანობის განხორციელებას შეუწყობს ხელს. 

ტრენინგს უძღვებოდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი ვიქტორ ზაჰარია.

იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს მხარდაჭერისთვის.