Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელოს კამპანიას იწყებს

19 მარტიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელოს რეგიონში საინფორმაციო-საკონსულტაციო კამპანიას გამართავს. ცენტრი თავდაპირველად ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს და შესაბამისად, ბიუროს ადვოკატები და კონსულტანტები რეგიონის მოსახლეობას ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ. 

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით, საჭირო შემთხვევაში კი, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაც. 

კამპანიის ფარგლებში, მობილური საკონსულტაციო ცენტრი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ხობის მუნიციპალიტეტში შემდეგი გრაფიკით ჩაატარებს შეხვედრებს:

9 მარტი:  ახალი ხიბულა - 13:00 სთ; საჯიჯაო - 15:00 სთ;
20 მარტი: ნოჯიხევი - 13:00 სთ; ხობი- 15:00 სთ;
21 მარტი: ხეთა - 13:00 სთ;  ხამისკური - 15:00 სთ;
22 მარტი: შუა ხორგა - 13:00 სთ; ჭალადიდი - 15:00 სთ;
25 მარტი: ახალსოფელი- 13:00 სთ;  ქვ. ქვალონი - 15:00 სთ;
26 მარტი: თორსა-დღვაბა - 13:00 სთ; შავღელე -  16:00 სთ;
27 მარტი: ქარიატა - 13:00 სთ; ყულევი - 15:00 სთ;

ვთხოვთ, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას იყვნენ ყურადღებით, რათა არ გამორჩეთ "მობილური საკონსულტაციო ცენრტის" ვიზიტი და გამოიყენონ უფასო იურიდიული დახმარების მიღების შანსი.