Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ახალ ხიბულასა და საჯიჯაოში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

19 მარტს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს ტერიტორიული დაფარვის ზონაში, დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის საინფორმაციო და საკონსულტაციო კამპანია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ახალ ხიბულას და საჯიჯაოს ესტუმრნენ. მოსახლეობის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ წვიმიანმა ამინდმა მათ შეკრებას ხელი ვერ შეუშალა.

ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა  სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, გააცნო ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და ესაუბრა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე; დაინტერესებული პირები კი მოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციის მისაღებად. ადგილობრივები აქტიურად

სტუმრობდნენ მობილურ საკონსულტაციო ცენტრს ინდივიდუალური კონსულტაციისთვის.
ახალი ხიბულას და საჯიჯაოს  მცხოვრებლებს მათთვის  პრობლემატურ საკითხებზე  ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა ნათია ბოჯგუამ , კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და ადვოკატმა ზაზა კვირკველიამ.

მიმდინარე კვირაში ხობის მუნიციპალიტეტში იმოძრავებს "მობილური საკონსულტაციო ცეტრი", რომელიც სპეციალურად აღჭურვილ მიკროავტობუსს წარმოადგენს და შესაძლებლობას იძლევა ვიზიტორებისთვის კონფიდენციალურობის დაცვით იქნას გაწეული კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში ცენტში შესაძლებელი იქნება იურიდიული დოკუმენტების მომზადებაც.

ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.
 

undp undpgeorgia germany ruleoflaw justice justiceforall accesstojustice legalaid las