Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მობილური საკონსულტაციო ცენტრი ტყვირსა და ნასაეკაოში ჩავიდა

23 აპრილს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების ტყვიისა და ნასაეკაოს მცხოვრებლებს შეხვდნენ და  მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.

შეხვედრების შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღეს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ.  მათ ძირითადად აინტერესებდათ, მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთობები, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები, ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა შესახებ, ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხი.  

სოფლის მცხოვრებ მოსახლეობას  მობილურ საკონსულტაციო ცენტრში უფასო ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა მაია დარასელიამ და დავით გოგუამ.

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის „კანონის უზენაესობისა  და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში შეიქმნა.