Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოფელ კეთილარში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში კვლავ გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია.


14 მაისს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს  შეხვედრა  აბაშის  მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში, დამსწრე საზოგადოებას   მიაწოდეს  ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი. იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები მოსახლეობას გაუწიეს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და  სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ.


15 მაისიდან, მობილური საკონსულტაციო ცენტრი შემდეგი გრაფიკით მარტვილის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს:
15,05.2024    თამაკონი -14:00 საათი
                        კურზუ -16 საათი
17,05,024   ლეხაინდრაო- 14:00 სთ
                          ტალერი - 16:00 სთ
21.05.24 აბედათი 14:00 სთ
                     ვედითკარი 16:00 სთ
23.05,24 ბანძა 14:00 სთ
                 სალხინო 16:00 სთ
24,05,2024  ნახუანაო 14:00 სთ
                 კიწია - 16:00 სთ
28.04.2024  ინჩხური 14:00 სთ
                გაჭედილი - 16:00 სთ
04.06. 24  დიდი ჭყონი 14:00 სთ
                   დოშაყე 16:00 სთ


აღნიშნული სოფლების მოსახლეობას ვთხოვთ იყვნენ ყურადღებით და არ გამორჩეთ იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის ვიზიტი, რათა უფასოდ ისარგებლონ მაღალკვალიფიციური უფასო სამართლებრივი დახმარები

undp undpgeorgia germany ruleoflaw justice justiceforall accesstojustice legalaid las