Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრები ჩატარდა ტალერსა და სალხინოში

23 მაისს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს შეხვედრები  მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელებში  ტალერსა და სალხინოში მცხოვრებ მოსახლეობასთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ადვოკატებმა წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი.

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღეს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ, მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ ადვოკატებმა ქეთევან გვაზავამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ, ბიუროს სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ  და სენაკის, აბაშის და მარტვილის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა მაია რობაქიძე-ძიძავამ.