Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთელი ახალგაზრდები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს გაეცნენ

10 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციის – ფონდ „ბილივის“ (Believe Foundation) არასრულწლოვან ბენეფიციარებთან.

საზოგადოებრივი ადვოკატები ახალგაზრდებს ესაუბრნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე, ასევე გააცნეს 2016 წელს ამოქმედებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც მართლმსაჯულების ორგანოების მხრიდან ბავშვების მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის სტანდარტებს აწესებს.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა არასრულწლოვნის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან (თამბაქო, ალკოჰოლი, სხვ.), სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები, ნარკოტიკული დანაშაული, ქორწინების პირობები და სხვა. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში.

ფონდ „ბილივის" მიზანია: სოციალურად დაუცველი ფენების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ადაპტაცია და ინტეგრაცია; კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; პროფესიული სწავლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობა; სოციალური სერვისების განვითარება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.