Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საინფორმაციო შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის ბიუროს ადვოკატებმა მარტვილის რაიონის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 18 ივლისს შეხვედრები სოფელ ვედითკარსა და სოფელ ბანძაში, ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან გაიმართა. 20 ივლისს კი საზოგადოებრივი ადვოკატები სოფელ დიდ ჭყონსა და სოფელ სალხინოს ეწვივნენ.

საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის, ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირისათვის მხარდამჭერის დანიშვნის, უძრავი ქონების რეგისტრაციის, საბანკო ურთიერთობების და საგადასახადო დავალიანებების საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.