Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ნათია ბოჯგუა (ბიუროს უფროსი)

ნათია ბოჯგუა იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან დღემდე მუშაობს ბიუროს უფროსის თანამდებობაზე. 2002-2006 წლებში მუშაობდა რეგისტრირებული კავშირი საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ზუგდიდის საადვოკატო ბიუროში-ადვოკატად, ასევე 2002-2006 წწ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალის საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრაში-მასწავლებლად
.
ნათია ბოჯგუა აქტიურად თანამშრომლობს  მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით  ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან,  არასამათავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან, რათა აღნიშნულმა ორგანიზაციებმა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ მოქალაქეთა გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.

მას გავლილი აქვს სპეციალური სწავლება თემაზე "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა". 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

 ნათია ბოჯგუას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის: ადმინისტრაციული მენეჯმენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესახებ, მედიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია; სამუშაოს ანალიზი და სამუშაოს აღწერილობა, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება; გუნდური მუშაობის პრინციპები, აქტიური კომუნიკაციის პრინციპები, საზოგადოებრივი ცნობიერება, საზოგადოებრივი ურთიერთობა და სტანდარტები; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციები და სხვა საკითხებზე.
ნათია ბოჯგუა დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.