Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფოთში გაიმართა შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან

4 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა შეხვედრა გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების თანამშრომლებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე (მხარდაჭერის მიმღებ) პირთა დაცვის საკითხები, ასევე ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობელემები. საუბარი შეეხო საარსებო შემწეობის დანიშვნასა და ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭებას, ასევე – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის საკითხს.

იურიდიული დახმარების ბიუროები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. შეხვედრების მიზანია სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათმა უზრუნველყონ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.