Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სემინარები აბაშის რაიონის საჯარო სკოლებში

25 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატებმა სემინარები გამართეს აბაშის №1 და აბაშის რაიონის სოფელ მარნის საჯარო სკოლებში.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უფროსკლასელ მოსწავლეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.