Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდსა და მესტიაში გლობალური კამპანიის ღონისძიებები გაიმართა

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა გლობალური კამპანია „ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“. ამ კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული იურიდიული დახმარების სამსახური. 27 ნოემბერს სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროში ამ კამპანიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კერძო პრაქტიკის მქონე ადვოკატები და ჟურნალისტები.

სტუმრებს შორის ასევე იყვენენ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის, შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს,ზუგდიდის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, სამეგრელო–ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“, „საიას–ზუგდიდის წარმომადგენლობის, ორგანიზაცია „საუნჯის“, ორგანიზაცია „მერკურის“, ორგანიზაცია „თანაზიარის“თანამშრომლები, რომლებმაც განიხილეს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის“ კუთხით კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები.

5 დეკემბერს კი ანალოგიური ღონისძიება გაიმართა მესტიაში. მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ავთანდილ ჯაფარიძემ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას, რომელთა შორის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, დეტალურად მოუთხრო იმ სერვისების შესახებ, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ სთავაზობს არამარტო ძალადობის მსხვერპლებს და არამედ მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს.  ქალთა მიმართ ძალადობის მოძრაობის დაფუძნების ისტორიაზე პრეზენტაცია გააკეთა იურიდიული დახმარების სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლებრივი დაცვის  ინსტიტუტის“ იურისტმა  რუსუდან პაჭკორიამ.