Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდში მცხოვრებმა დევნილებმა ქალთა უფლებებზე იმსჯელეს.

2018 წლის 18 დეკემბერს ქ.ზუგდიდის ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს დევნილთა კომპაქტური დასახლებაში შედგა იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ერთობლივი შეხვედრა  აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო თემა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხები. იძულებით გადააგილებული ქალბატონები გაეცნენ საკანონმდებლო ცვლილბებსა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს, რაც გულისხმობს ძალადობის მსხვერპლთა და სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად. 

შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელო-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, კონულტანტი ნინო მინჯია, სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირაკლი ავალიანი და იურისტი რუსუდან პაჭკორია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი”, რომელიც მუშაობს დევნილთა საკითხებზე შედის “კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს” LAG შემადგენლობაში, რომელთანაც იურიდიული დახმარების სამსახურს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ ჩვენი თანამშრომლობა გახდეს უფრო მრავალმხრივი და სრულყოფილი მოქალაქეთა დახმარების კუთხით. შეხვედრის მონაწილეებთან განვიხილეთ სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები და დაურიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები.  შეხვედრა  კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.