Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდის საკრებულოში შეხვედრა გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს წარმომადგენლებმა რომან კეიდიამ და ფატიმა შედანიამ,  2019 წლის 10 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულ საკრებულოში მონაწილეობა მიიღეს „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ მიმდინარე გლობალური კამპანიის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.  

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამათავრობო სექტორი.

სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ მოქალაქეებს  ვრცლად გააცნო სამსახურის საქმიანობა  და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით ჩვენი მომსახურების სერვისები.

შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში.