Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდის ბიუროში აფხაზეთიდან დევნილთა დახმარების საჭიროებები განიხილეს

2024 წლის 21-მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი. როგორც ცნობილია, სამეგრელოს რეგიონში და კერძოდ, ქალაქ ზუგდიდში აფხაზეთიდან მარავალი ათასი დევნილია ჩასახლებული და შესაბამისად მათთვის დროული და ეფექტური სამართლერივი დახმარება თითქმის ყოველდღიური საჭიროებაა.

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის, მოქმედი სამართლებრივი სერვისების მიწოდების, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ასევე ისაუბრეს დევნილი მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების კუთხით  გაწეული და მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

აღსანიშნავია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებულია მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ, რომელშიც აქტიურადაა ჩართული იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, რაც აისახა განხორციელებულ ღონისძიებებში.