Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდის ბიუროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

2024 წლის 25-ივნისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პედერ ლოფვინგი და ჯულია ქრომელი.

შეხვედრაზე განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, სერვისები, ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხები.  მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების კუთხით გაწეული და მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები. 

ზუგდიდის ბიუროს უფროსმა სტუმრებს გააცნო სამსახურის სერვისები (გასვლითი კონსულტაციები) და სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა რეგიონებში ქალთა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ჩატარებული შეხვედრები.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.