Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 6-ნოემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ საინფორმაციო კომპანიის „ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისათვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა  ასოციაცია “მერკურის” ოფისში. 

ასოციაცია „მერკური“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს გენდერულ საკითხებზე, ქალთა უფლებებზე და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. შევხვდით  ასოციაციის წარმომადგენლებს და მათ ბენეფიციარებს.

შეხვედრის თემები იყო:  ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და სერვისები. განხილულ იქნა სამართლებრივი დახმარების კუთხით  გაწეული და მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

აღსანიშნავია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და ასოციაცია მერკურს შორის 2023 წლიდან გაფორმებულია მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ.