Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ნარინჯისფერი კვირეული აღინიშა თელავში ქუთაისში ზუგდიდსა და ბათუმში

2024 წლის დეკემბერის თვეში, "ნარინჯისფერი კვირეულის" ფარგლებში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები მსჯავრდებული ქალებისთვის. ღონმისძიებები გაიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული  სააგენტოს ინიციტივითა და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერით.

მასში მონაწილეობდნენ თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ლიანა ჭუნიაშვილი, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ესმა ნორაკია, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომა კეიდია და ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ია ზანდარაძე.

შეხვედრების  მიზანს ბენეფიციარებისთვის ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.  შეხვედრის მონაწილეებს ასევე , მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.  

„ნარინჯისფერი კვირეული“, რომელიც დეკემბერში აღინიშნება, გლობალური ინიციატივაა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება