Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფატიმა შედანია (სპეციალისტი)

ფატიმა შედანია იურიდიული დახმარების ბიუროს სამსახურში 2016 წლიდან მუშაობს. იგი  იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალისტია, ამავდროულად არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.

2000-2009 წლებში მუშაობდა სოხუმის მენეჯერების ინსტიტუში, 2002-2009 წლებში ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში ლექტორ-მასწავლებლად.

2013-2015 წლებში მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ,,საზოგადოებრივი ცენტრის“ თანამშრომლად.

2015-2016 წლებში იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ჯვარის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორი.

აქვს სამეცნიერო ნაშრომი თემაზე ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ასევე, ფლობს პირველი ხარისხის 5 დიპლომს სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის სამართლის სხვადასხვა დარგებში. გავლილი აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სიფას მიერ ორგანიზებული ტრენინგები.

ფატიმა შედანია დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი