ნათია ქვარცხავა იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს, 2015 წლის აპრილიდან იგი საადვოკატო საქმიანობას ეწევა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
ნათია ქვარცხავას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი; ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, (USAID) იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ამერიკის იურსიტთა ასოციაციის (ABA ROLI,) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროკავშირის (Human dynamics) და იდეა დიზაინ ჯგუფის ორგანიზებით.
მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ჰქონდა არაერთი წარმატებული კონსულტაცია და სამოქალაქო სამართლის საქმე. აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ბროშურების შემუშავებაში, გასვლით კონსულტაციებში და სხვა სახის აქტივობებში. სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის კი სამსახურის მიერ დაჯილდოებულ იქნა მადლობის სიგელით.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.