Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზვიად ქობალავა (ადვოკატი)

ზვიად ქობალავა იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს.

ზვიად ქობალავა 2007-2008 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში, ხოლო 2008 წლიდან საქმიანობა განაგრძო სამეგრელო-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ზვიად ქობალავას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.

ზვიად ქობალავა სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის არაერთხელ იქნა დაჯილდოებული მადლობის სიგელით. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, ადვოკატთა პროფესიული ეთიკა, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე, ადვოკატის უნარ-ჩვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

ზვიად ქობალავა დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.