Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ფსიქიკური ნაკლის მქონე ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს მომართვის საფუძველზე 2017 წლის ივნისიდან იცავდა ფსიქიკური ნაკლის მქონე დ. თ.–ს ინტერესებს.

ბრალდების დასკვნის თანახმად,   2017 წლის 19 აპრილს  ადიგენის რაიონის ერთ–ერთი სოფლის შენობაში დ.თ.–მ სქესობრივი კავშირი დაამყარა  ამავე სოფელში მცხოვრებ მყოფ ს. მ.–სთან.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო. საზოგადოებრივმა ადვოკატმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი სადავოდ, ხოლო ნაწილი უდავოდ მიიჩნია.

საქმის არსებითი განხილვის დროს კი, სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები – დაიკითხნენ როგორც ირიბი მოწმეები, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი გამომძიებელი, თუმცა დანაშაულებრივი ფაქტის არსებობა არცერთი მოწმის ჩვენებით არ დადასტურდა. გარდა ამისა, ადვოკატმა ტარიელ ბალაბანიშვილმა დაკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ  ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, არსებული პირობების გამო, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.  ადვოკატის მიერ ყურადღება გამახვილდა ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტი, ე.წ   "ხელწერილი", რომელიც    ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა ბრალდებულს ჩამოართვეს, წარმოადგენდა დაუშვებელ მტკიცებულებას, ვინაიდან იყო შედგენილი არაუფლებამოსილი პირების მიერ. შესაბამისად, საზოგადოებრივმა ადვოკატმა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ.

2018 წლის 6 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატ ტარიელ ბალაბანიშვილის პოზიცია და დ.თ–ს  საქმეზე  გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.