იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი 2018 წლის ივნისის თვიდან იცავდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მოქალაქის ე.მ.–ს ინტერესებს. მას ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის 1-ლი ნაწილით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის). საქმე ეხებოდა არასასიამოვნო ინციდენტს, რომელიც არაფხიზელ მდგომერეობაში მყოფ ბენეფიციარს შეემთხვა – მან ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეუაცხყოფა მიაყენა.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა ტარიელ ბალაბანიშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შეხვედრისას ბრალდებულს განმარტა მისი საქმის ყველა შესაძლო შედეგი, რომელიც სასამართლოში გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე იყო დამოკიდებული, – მათ შორის, მოწმეების ჩვენებაზე.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთი ნაწილი სადავოდ, ხოლო მეორე – უდავო მტკიცებულებებად გამოაცხადა, ბრალდებულმა კი თავი დამნაშავედ არ სცნო. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ზემოთხსენებულმა მოწმეებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და 2018 წლის 26 სექტემბერს სოციალურად დაუცველი მოქალაქის ე.მ–ს საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.