Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ახალციხელი ახალგარზდები ძალადობის საკითხებს გაეცნენ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში,  2018 წლის 4 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს  უფროსმა დავით ზარიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციის  „დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრი“–ს წარმომადგნელებმა, გამართეს ერთობლივი შეხვედრა   ახალციხის პირველი საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან.

მოზარდებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნული თემის შესახებ - რა ითვლება ოჯახში  და ქალთა მიმართ ძალადობად, რა საკანონმდებლო რეგულაციები და რა საშუალებები არსებობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. აღინიშნა, რომ მთავარია მოზარდებმა ამთვითვე გააცნობიერონ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა საზოგადოებისათვის მიუღებელი ქცევაა. წარსულს უნდა ჩაბარდეს ლოიალური მიდგომა  ძალადობისა და მოძალადეების მიმართ, რომელიც ძალადობის ნორმალიზებას ახდენს და ძალადობას ოჯახური ცხოვრების თანამდევ მოვლენად მოიაზრებს. დემოკრატიულ, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ საზოგადებაში მიუღებელია ძალადობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა, ხოლო  მოძალადეები - მორალურად მიუღებელი, გასაკიცხი ადამიანები, რომლებიც ვერ ისარგებლებენ ღირსეული მოქალაქის, მეზობლისა თუ კოლეგის სტატუსით.

მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები და შესაბამისი პასუხებიც მიიღეს.