Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ლაშა ჯაფიაშვილი - კონსულტანტი

ლაშა ჯაფიაშვილი (23.02.1990) იურიდიული  დახმარების  სამსახურის სამცხე-ჯავახეთის იურიდიული  დახმარების ბიუროს კონსულტანტად  მუშაობს  2018 წლის  8 ოქტომბრიდან. არის  საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის  წევრი  საერთო  სპეციალიზაციით.

მან 2011  წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის  ბაკალავრიატი, 2013 წელს კი ამავე უნივერსიტეტის  იურიდიული  ფაკულტეტის მაგისტრატურა, საჯარო სამართლის მიმართულებით  და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2011 წ-ის ივნისიდან დეკემბრის ბოლომდე, მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციაში. 2011 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, ატარებდა ტრენინგებს  სამართლის  სხვადასხვა  დარგში,  ქ.თბილისის 151-საჯარო სკოლაში.

2012 წლის სექტემბერში,  გაიარა პრაქტიკა ახალციხის იუსტიციის  სახლში, კონსულტანტის პოზიციაზე. 2013 წ-ის მაისში, მუშაობდა  სს „ბანკი კონსტანტას“ გორის განყოფილების იურისტ-სტაჟიორად. 2013 წ-ის მაისიდან 2018 წლის იანვრამდე,  მუშაობდა გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპეციალისტად.  2018 წლის  მარტიდან  ოქტომბრამდე,  ეწეოდა კერძო საადვოკატო  საქმიანობას.

ლაშა ჯაფიაშვილს გავლილი  აქვს არაერთი სამართლებრივი (პროფესიული) ტრენინგი, ფლობს ქართულ  (მშობლიური)  და  გერმანულ ენებს. არის დასაოჯახებელი.