Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სმენის არმქონე ქალი ბრალდებაში გამართლდა  

მიმდინარე წლის მარტში, ახალციხეში მცხოვრებ ქალს, რომელიც სმენის არმქონე პირია, შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს მომართვის საფუძველზე, ინტერესების დამცველად დაენიშნა სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი. 

მ.ბ-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის (ოჯახში ძალადობა) პირველი ნაწილით (თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით). ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ აღნიშულ პირს თავისი ოჯახის წევრთან ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი ჰქონდა  და ეს არ იყო პირველი შემთხვევა.  

ადვოკატი ბრალდებულს რამდენჯერმე შეხვდა, კონსულტაცია გაუწია და პოზიცია შეაჯერა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარეს არაფერი გააჩნდა მ.ბ-ს დამნაშავეობის დასადასტურებლად, რამდენიმე ირიბი მტკიცებულების გარდა.

ადვოკატმა ტარიელ ბალაბანიშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელი იყო სულ მცირე ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. ამ შემთხვევაში, სახეზე არცერთი არ იყო. საზოგადოებრივმა ადვოკატმა დაკვნით სიტყვაში მ.ბ.-ს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

მართლაც, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ, ივნისის თვეში, მ.ბ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.