Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ბორჯომში მცხოვრები დევნილები ქალთა უფლებებს გაეცნენ

2019 წლის 19 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსხურის, სამცხე–ჯავახეთის ბიუროს თანამშრომლები: დავით თელიაშვილი და თინათინ დიაკონაშვილი შეხვდნენ ქ. ბორჯომში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს. შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების სამ თავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

ადვოკატები  დევნილებს ესაუბრნენ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და მისი მიღების პირობებზე, ქალთა უფლებებზე. დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბროშურები. მოქალაქეებს ადგილზე გაეწიათ იურიდიული კონსულტაციები მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე.