Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

აბაშის, ხარაგაულისა და ახალქალაქის რაიონების საჯარო სკოლებში სამართლებრივი სემინარები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროები საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სემინარების ორგანიზებას განაგრძობენ.

16 მაისს, სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სემინარები გამართეს აბაშის რაიონის სოფლების, ზანათისა და სუჯუნის, საჯარო სკოლებში და მოსწავლეებს ესაუბრნენ თემაზე – „არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება“.

17 მაისს, სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს და ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა სემინარი გამართეს ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში. ადგილობრივი მოსწავლეები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებს გაეცნენ.

ხარაგაულის რაიონის საჯარო სკოლებში სემინარების ჩატარებას განაგრძობენ იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები. ხარაგაულის №3 და სოფელ ბორის საჯარო სკოლების შემდეგ, 17 მაისს, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მორიგი სემინარი, თემაზე – „ასაკი და უფლება–მოვალეობები“, სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში გამართეს.

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად ატარებენ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ემსახურება.