Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ახალციხის სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებს გაეცნენ

21 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსმა, დავით ზარიძემ ახალციხის №3 სომხური სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი გამართა.

სემინარის ფარგლებში, უფროსკლასელი მოსწავლეები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს, ასევე ძალადობისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს გაეცნენ.

სემინარი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.