Top

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

კონსულტანტ თინათინ დიაკონაშვილის დახმარებით, მოქალაქეებმა ქონებრივი დავა მოიგეს

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს კონსულტანტის, თინათინ დიაკონაშვილის, დახმარებით, მოქალაქეებმა ნათელა და ირმა გ.–ებმა ქონებრივი დავა მოიგეს.

დებს – ნათელა და ირმა გ.–ებს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ ბორჯომის რაიონის სოფელ ჩითახევში მდებარე სახლის 1/8 წილი, ხოლო კიდევ 1/8 წილი წარმოადგენდა მათ სამკვიდრო ქონებას, რომელიც ბებიისგან ერგოთ. 2010 წელს, არასწორად შედგენილი აზომვითი საკადასტრო  ნახაზისა და არასრულყოფილი უფლებადამდგენი დოკუმენტის გამოყენებით, აღნიშნული ქონება დაირეგისტრირა და, ფაქტობრივად, მიითვისა მათმა მეზობელმა ქსენია ბ.–მ.

ამის შემდეგ,  ქსენია ბ.–მ საკუთარ სიძეს, მინდობილობით, მიაყიდინა მითვისებული ქონება თავის ორ შვილიშვილზე. 2014 წელს, ერთ–ერთი შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქონება მემკვიდრეობით ერგო ქსენია ბ.–ის შვილიშვილების მშობლებს.

ნათელა გ.–ის მომართვის შემდეგ, აღნიშნულ საქმეზე მუშაობა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს კონსულტანტმა, თინათინ დიაკონაშვილმა. მან ყურადღებით შეისწავლა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, საინადაც იკვეთებოდა ქონების მითვისების ფაქტი. ამასთან, თინათინ დიაკონაშვილმა მოიძია ამავე სადაო ქონებასთან დაკავშირებით 1992 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნათელა და ირმა გ.–ების ბებიას დაუკმაყოფილდა მოთხოვნა – საცხოვრებელ ფართში შეჭრის გამო მისი მეზობლის ქსენია ბ.–ის გამოსახლების თაობაზე.

კონსულტანტმა თინათინ დიაკონაშვილმა შეადგინა სარჩელი, რომლითაც ნათელ გ.–მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა: იმ საკადასტრო–აზომვითი ნახაზების ბათილად ცნობა, რომლითაც ქსენია ბ.–მ სხვისი ქონების მითვისება შეძლო; ასევე, ქსენია ბ.–სა და მის შვილიშვილებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (მოსარჩელის ქონების ნაწილში).

საბოლოოდ, ახალციხის რაოინულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თინათინ დიაკონაშვილის მიერ შედგენილი სარჩელი და ნათელა და ირმა გ.–ებს გაუჩნდათ სამართლებრივი საფუძველი სადავო ქონების საკუთრებაში დასარეგისტრირებლად.