Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გორის უნივერსიტეტში გენდერის საკითხებზე იმსჯელეს

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2018 წლის 13 დეკემბერს, შიდა ქართლის ირუიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებს შორის უმრავლესობა იძულებით გადაადგილებული პირი იყო. 

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სტუდენტებს წარუდგინეს სპეციალური პრეზენტაცია, სადაც ასახულია ამომწურავი ინფორმაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების შესახებ. გააცნეს საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო კონვენციები და, რაც მთავრია, უფასო სამართლებრივი დახმარების ის სერვისები, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს სთავაზობს  - მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა მცირე დისკუსია. ახალგზრდებმა აღნიშნული თემატიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს.