Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

კონფერენციები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით: ოზურგეთის, ახალციხის, გორის და თბილისის კონფერნეციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ატარებს კონფერენციას თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

კონფერენციები გაიმართება: 2 ნოემბერს - ოზურგეთში,  3 ნოემბერს -  ახალციხეში,  4 ნოემბერს -გორში, 6 ნოემბერს- თბილისში
კონფერენციებს გახსნიან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატებს, ასევე, ასოციაციის სხვა წევრებს, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და თბილისში.

1)  2 ნოემბერს, ოზურგეთის კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეაქვსოთ სარეგისტრაციო ფორმა აქ: 
https://forms.gle/JmCin1NU57MLMJiS8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 ოქტობრის 16:00 საათი; 
2) 3 ნოემბერს, ახალციხის კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: 
https://forms.gle/95U8ibQw53kSVAKq6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ნოემბერის 16:00 საათი; 
3) 4 ნოემბერს გორის კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აქ:
https://forms.gle/xNXbPYv7YhQFXb8r6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 ნოემბრის 16:00 საათი;
4) 6 ნოემბერს თბილისის კონფერენეციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრისტრირდნენ აქ:
https://forms.gle/dUaFsm7ExbA6eqVh8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 ნომებრის 16:00 საათი

 კოვიდ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე რეგისტრირებული 50 მონაწილე.
კონფერენციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და დღის წესრიგი გაეგზავნებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.