მაია გრიგოლიშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. იგი შიდა ქართლის ბიუროში ეწევა საადვოკატო საქმიანობას, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
მაია გრიგოლიშვილის 10-წლიან პრაქტიკაში არაერთი სისხლის სამართლის საქმე დაგროვდა, მათ შორის იყო წარმატებული საქმეები, რომლებიც განრიდებით, გამამართლებელი განაჩენით და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულდა.
მაია გრიგოლიშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.