Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

კასპის რაიონის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში გაიმართა შეხვედრები ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების საკითხებზე

სოფელ მიქელწყაროს შემდეგ, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები კასპის რაიონის კიდევ ორ აზერბაიჯანულენოვან სოფელში გამართეს: 1 ივნისს, შეხვედრა გაიმართა სოფელ აღაიანში, 6 ივნისს კი  –  სოფელ ფერმაში.

საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვის საკითხები და ქალთა უფლებები გააცნეს. მოქალაქეებს ასევე განემარტათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.