Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ვიზიტები გრძელდება

იურიდიული დახმარების ბიუროები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ვიზიტებს განაგრძობენ. 16 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრები გორის რაიონის სოფლებში –  თორტიზსა და ხელთუბანში გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დევნილებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც დევნილთა  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.